აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული წიგნის „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ გამოცემა იგეგმება.
ტურისტული პროდუქტების სააგენტო სახელმძღვანელოზე მუშაობას უკვე ასრულებს და მალე, დაინტერესებულ პირებს რიგით მესამე კულინარიულ გზამკვლევს შესთავაზებს. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეულია თავმოყრილი. მასზე ეთნოგრაფები და მზარეულები მუშაობდნენ.
წიგნის დაბეჭდვის შემდეგ ელექტრონული ვერსია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება.