თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და ოპოზიციის დილემა. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ფიქრობს, რომ თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
ამით კი, ზურა ჯაფარიძის პოლიტიკური პროგნოზით, ,,დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები“.
მიაჩნია, რომ ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თანაც ახალი ადმინისტრაციითა და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით და ასევე გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.