ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქალაქები. შტორმ „მარტინიოს“ გამო ზოგიერთ რეგიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ასევე მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო შეიზღუდა გადაადგილება. გავრცელებული ცნობით, მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში ევაკუირებულია ათობით ადამიანი. ხელისუფლების თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.