ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება

22 მარტი 2025, 12:05 147 ნახვა

ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება, -ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის. გადაწყვეტილება ძალში აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე შევა.
აღნიშნული სიახლე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში