დროებითი საგამოძიებო კომისია პირველი საქმის სიღრმისეულ განხილვას იწყებს. კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიან. სხდომას ბესარიონ ხარძიანის შვილი და საქმის ადვოკატი ესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ დღევანდელ სხდომაზე ძირითადად აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რისი მიზანიც კომისიის წევრების თქმით, ქონების ჩამორთმევა და იძულებით დათმობა იყო. დაგეგმილია რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ კომისიის მუშაობის მიზანი სამართლიანობის აღდგენა არ არის. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა შეისწავლოს და 6 თვის შემდეგ პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.