დღეს ნოვრუზ ბაირამია. დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხში დაესწრო.
თეა ახვლედიანმა, კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. ასევე დაესწრო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს და მკლავჭიდის ტურნირში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.