,,ჩეხეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“ -მიაჩნიათ ქართულ ოცნებაში.
სახელისუფლებო პარტიის ლიდერების თქმით, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, და რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
გაგახსენებთ ჩეხეთის სენატმა რეზოლუცია გუშინ მიიღო, რომლითაც დოკუმენტის ავტორები ჩეხეთის მთავრობას სთხოვენ სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.