აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მუზეუმის ფონდებიდან მე - 19 საუკუნის ლამპების კოლექცია გამოფინეს. გამოფენაზე უცხოური წარმოების ლამპები: გერმანული - ,,მატადორი’’ ,,კოსმოს ბრენერი’’, სპარსული -,, მზის გამავრცელებელი“ და ფარნებია წარმოდგენილი .
გამოფენის გახსნაზე დოკუმენტური ფილმი „ძველი ბათუმი ასი წლის წინ“ აჩვენეს. მუზეუმში შეკრებილებმა ბათუმის ქუჩებში პირველი განათების გამოჩენის ისტორია გაიხსენეს და ისაუბრეს სინათლის როლსა და მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებისთვის.