ცვლილება საგამოძიებო კომისიის მუშაობის წესში

11 მარტი 2025, 14:51 136 ნახვა

„ნაცმოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის შემთხვევაში, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა შეეძლება.

მმართველი გუნდი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, კომისიის ერთ-ერთ წევრს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, დროებითი საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.  

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში