გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტმა თანამშრომლების გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა

09 მარტი 2025, 13:59 292 ნახვა

გერმანიაში, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა თანამშრომლების გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო“, – განაცხადა ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა.

აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, ფრენების შესახებ ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.

მედიის ინფორმაციითვე, გაფიცვა Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და გაფიცვის მიზანი ეკონომიკური ზიანის მიყენებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში