ქვეყანა მალე ისევ წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები? - პასუხი მკაფიო არ არის, თუმცა მოთხოვნა ცნობილია - მუნიციპალურ არჩევნებამდე დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
"ქართული ოცნება" ყველას ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწორონ და აბსურდული მოთხოვნების დაყენების ნაცვლად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც მათი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს, საზოგადოების უნდობლობა და იმის აღიარებაა, რომ ოპოზიციას ელექტორატი აღარ ჰყავს.