„თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა

09 მარტი 2025, 11:55 135 ნახვა

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა.აღნიშნულის თაობაზე დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მანამდე, დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებიდან პარტიად ჩამოყალიბებამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე იქნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში