ხელოვნების ნიმუშების გადაცემა

09 მარტი 2025, 11:51 113 ნახვა

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს  დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი  „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“.1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ, “ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია. 
რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ, ნახატები ხელოვნების სასახლეში, გოთურ დარბაზში გამოიფინება. რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს - “ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში