კოალიციური მთავრობის ფორმირება გერმანიაში

09 მარტი 2025, 11:50 155 ნახვა

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა“ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რომელიც ბლოკის ლიდერია, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის  ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
მერცის თქმით, გერმანიას მალე დასჭირდება ახალი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობით და აცნობიერებენ იმ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგანან. ეს უპირველესად საერთაშორისო ვითარებას ეხება, ასევე გამოწვევებს ევროკავშირისა და მთელი ევროპის წინაშე. როგორც ცნობილია, მომავალი კანცლერი კოალიციის ჩამოყალიბებას 20 აპრილამდე გეგმავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში