აშშ-ის პრეზიდენტმა კანადური და მექსიკური საქონელი ტარიფებისგან დროებით გაათავისუფლა, ეს ეხება ისეთ საქონელს რომელიც აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული.
აღმასრულებელ ბრძანებას ხელი დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული საქონელი 25%-იანი ტარიფებისგან 1 თვის განმავლობაში გათავისუფლდება.
გარდა ამისა, მომავალ კვირაში ძალაში შედის ტარიფების დაწესება ფოლადსა და ალუმინზე.
თავის მხრივ, კანადა დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდს 4000-ზე მეტი სახეობის ამერიკულ საქონელზე 2 აპრილამდე დააპაუზებს.