„კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც მაღაზიის გარეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია ერთი პირი - შსს

06 მარტი 2025, 12:27 65 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ უბანში „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში