თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მათ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
დაცვის მხარემ მოსამართლისა და პროკურორების აცილება მოითხოვა, თუმცა არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.