ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს რწმუნებათა სიგელები გადასცეს 

05 მარტი 2025, 14:18 122 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს   გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებულმა დიპლომატმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრები გამართეს ელჩებთან, მიულოცეს მათ დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრებზე განიხილეს  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში