თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს.
ქათამაძე კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
„გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ იანვარში დააკავა. თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით აიყვანეს, მოგვიანებით გათავისუფლეს თუმცა, კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.