დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

04 მარტი 2025, 10:19 114 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  გაიმართება. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ. ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან 13:00 საათზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება.

 
თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში