ჯარისკაცები სტიქიის ზონაში

27 თებერვალი 2025, 17:56 123 ნახვა

ვითარება ამ დრომდე რთული რჩება გურიაში. სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში ჩართული არიან სამხედროები. უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცები შტაბთან კოორდინაციით მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
ასევე დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.
გურიაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შევა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი