დიდთოვლობა ბათუმში

26 თებერვალი 2025, 15:01 164 ნახვა

დიდთოვლობის მეშვიდე დღე ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებლები უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ნალექმა დააზიანა არა ერთი ავტომობილი, საცხოვრებელი სახლი და ასევე მწვანე ნარგავები, მეორე დღეა ქალაქში არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რის გამოც მგზავრები ფეხით გადაადგილდებიან, ამბობენ რომ უხვი ნალექის გამო გაძვირდა ტაქსის მომსახურება, ასევე დასახლებებიდან ვერ ხერხდება ნარჩენების გატანა.

ასევე სასურსათო მაღაზიების ნაწილში პურის დეფიციტია, ამბობენ, რომ დისტრიბუტორები პროდუქციის შეტანას ვერ ახერხებენ. 

უხვმა ნალექმა შეაფერხა საგანმანათლებლო პროცესიც, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი არც დღეს განახლდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი