ორ მეტრს აჭარბებს თოვლის სიმაღლე გურიაში ნაბეღლავის თემში. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შუქის და გაზის მომარაგების მხრივ შეფერხება არ არის.
შეზღუდვაა გადაადგილების მხრივ. გადაუღებელი თოვის გამო ადგილობრივებს რამდენჯერმე მოუხდათ სახლების გადათოვლა.
რთული ვითარებაა სოფელ ზომლეთში, სადაც 5 დღეა არ არის ელექტროენერგია, გაზი და გზები გაუწმენდავია.