ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა. ბათუმის აეროპორტში 12 ავიარეისია დაგეგმილი. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს.
აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.
ასევე, ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.