ვითარება გურიაში

26 თებერვალი 2025, 11:01 101 ნახვა

სტიქიის გამო გურიაში საკოორდინაციო შტაბია  შექმნილი. ვითარებას გვიან ღამით პრემიერ მინისტრი   გაეცნო. ირაკლი კობახიძის  განცხადებით ვითარება რთულია, თუმცა გეგმა არსებობს და პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.

როგორც აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა. სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების  ჩართვის შესახებ ბრძანება პრემიერმა გუშინ გასცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ლანჩხუთში თოვლმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი