ბათუმის აეროპორტში გადახურვის დაზიანების შედეგად, არავინ დაშავებულა - უამინდობის გამო, ამ დროისთვის ყველა რეისი გადადებულია

25 თებერვალი 2025, 12:09 74 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, გუშინ საღამოს მომხდარი გადახურვის დაზიანების შედეგად, არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც.

„გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა, აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. „ტავ ჯორჯია“ აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში