გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა.
დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მეზობლის დასახმარებლად წავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.
გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, მომხდარის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. თოვლმა რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა.
დიდთოვლობის გამო, რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ახალგაზრდა მამაკაცი სახურავის წმენდისას დაშავდა და კლინიკაში არის გადაყვანილი.