შსს მაღალჩინოსნის წინასწარ დაკავების იზოლატორში შესვლის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ

27 აპრილი 2017, 00:00 2602 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებას, წინასწარი დაკავების იზოლატორში ცრუ ჩვენების მოთხოვნით მაღალჩინოსანის შესვლასზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს. აჭარის მაუწყებელთან   შსს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით შსს გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით  ახორციელებს, ამიტომ თუ ღოღბერიძეს ან მის ადვოკატს კითხვები აქვთ, შეუძლიათ დამატებით მიმართონ პროკურატურას" - განაცხადეს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დღეს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებდა, რომ 2017 წლის 25 აპრილს, ღოღობერიძესთან იმყოფებოდა თანამდებობის პირი, რომელიც მას გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ, ცრუ ჩვენების მიცემას და ბათუმის მოვლენების დამკვეთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ვინმე ყიფიანს დადანაშაულებას სთხოვდა.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის თქმით, ღოღბერიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ვინმე ყიფიანთან, რომ არ იცნობს ამ პიროვნებას და მისგან არანაირი დავალება არ მიუღია, ამიტომ შეთავაზებას არ დათანხმდა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი