ვითარება ბათუმში

23 თებერვალი 2025, 11:57 177 ნახვა

უხვი ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ბათუმში. მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა.
უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია. გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.
სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-ამდე თანამშრომელი. მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ამ დროისათვის ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.-აცხადებენ მერიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში