რომის პაპის, ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია - BBC

23 თებერვალი 2025, 10:20 116 ნახვა

რომის პაპის, ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, რომის პაპის მდგომარეობა დამძიმდა.

„მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი და დასჭირდა სისხლის გადასხმა. სისხლის გადასხმა აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა, მიახლოებული ანემიასთან. მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩება“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში