პარტია „საქართველოსთვის„ ბრიფინგი

21 თებერვალი 2025, 10:51 136 ნახვა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი იუსტიციის სამინისტროებში არსებულ რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები. მისი განცხადებით, იგივე ხდება თბილისის მერიაშიც.

მისი თქმით, პირველი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეების დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ხვედელიანმა მოქალაქეებს ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში მათთან დაკავშირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი თითოეული ადამიანის ინტერესების დასაცავად მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში