სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მათი ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.