პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

19 თებერვალი 2025, 10:11 212 ნახვა

პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით განაგრძობს. საკითხი დღეს მეორე მოსმენით უკვე სესიაზე უნდა გავიდეს. მანამდე კი მასზე კანონმდებლები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მიცემის შესაძლებლობა ექნება.

დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე შესაბამისი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას. ინიციატივის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში