ზურაბ ჭიაბერაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე მისვლას არ აპირებს. კომისიას, რომელმაც 2003 წლიდან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულები უნდა შეისწავლოს, ჭიაბერაშვილი სტალინურ სასამართლოს ადარებს.
მიაჩნია, რომ კომისიის შექმნის მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა. კომისიის წევრები კი ყველას, ვინც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, ახსენებენ, რომ უარის თქმა კანონით დასჯადია.