17 თებერვალს, ბათუმის სასამართლოში ჩანიშნულია სხდომები აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს.
ჩანიშნულ სხდომებს შორის არის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის საქმე თუმცა, სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.