შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ბრძანებების შემსრულებლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად. მათ, ვინც რუსეთის ბრძანებებს ასრულებს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. მადლობელი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.