მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 

14 თებერვალი 2025, 11:15 138 ნახვა

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, გახსნის. ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე.  

დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებასა და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია ცვლილებების გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, მათ შორის ადმინისტრაციის ცვლილება აშშ-ში, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი ბრიუსელში და კონფერენციიდან ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში