საგამოძიებო კომისია პარლამენტში

13 თებერვალი 2025, 14:58 95 ნახვა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. დროებით საგამოძიებო კომისიას  ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი კი, საპარლამენტო ოპოზიციონერის სტატუსით საგამოძიებო კომისიის მდივანი იქნება. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს.

დროებითი საგამოძიებო კომისია 2003 წლიდან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულებს შეისწავლის და საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში შეფასების დოკუმენტს მოამზადებს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში