ევროპარლამენტის რეზოლუცია არის მორიგი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და გვახსენებს 9-წლიან მძიმე რეჟიმს, რომელიც იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან ვინც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებს- პრემიერი

13 თებერვალი 2025, 12:21 116 ნახვა

ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დუბაიში, ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში.

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რეზოლუცია ვერაფერს დააკლებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მედიის დამოუკიდებლობას, მაგრამ მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე საზოგადოებაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით, ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ხდებოდა 2004-2012 წლებში სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ე.წ. დიფ სთეითის, იგივე გლობალური პარტიის ხელწერა, შესაბამისად, ჩვენ ასეთი აქტები არ გვიკვირს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა „სუვერენულ ერთა ევროპის" მიერ ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ არ ააქვს ილუზია, ისეთი პროქართული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში დარეგისტრირდა, მხარდაჭერას ჰპოვოს, ვინაიდან იქ კვლავ „დიფ სთეითი“ მძლავრობს.

შეგახსენებთ, რომ „სუვერენულ ერთა ევროპამ“ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც ნათქვამია: „ვგმობთ ევროკავშირის ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში და უარს, აღიაროს არჩევნების ლეგიტიმურობა“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში