საგამოძიებო კომისია პარლამენტში

13 თებერვალი 2025, 11:48 69 ნახვა

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღეს ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს,  მდივანს და კომისიის დებულებასაც დაამტკიცებენ.

სხდომაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ - ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.  

დროებითი საგამოძიებო კომისია 2003 წლიდან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულებს შეისწავლის და საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში შეფასების დოკუმენტს მოამზადებს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში