ბათუმში ერთ-ერთ შენობაში უსახლკაროები შეიჭრნენ

12 თებერვალი 2025, 20:28 723 ნახვა

ბათუმში მეტაქსას 10 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები , ისინი ადგილობრივი მთავრობისგან საცხოვრისით დაკმაყოფილებას ითხოვენ .

20 მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული მეტაქსას 10 ნომერში , შენობა უმოქმედოა რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზეა.

მოქალაქეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი რამაზ ჯინჭარაძე - მისი განცხადებით ყველა მოქალაქის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული , შენობაში კი მოქალაქეები უკანონოდ იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში