დასაქმების პერსპექტივები

26 აპრილი 2017, 00:00 3446 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ "ბლექ სი"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, დასაქმების ადგილზე პრაქტიკული კურსის გავლაც შეეძლებათ. აღნიშნულს დუალური სწავლება ითვალისწინებს, რომელიც კოლეჯ "ბლექ სი"-შია დანერგილი.

მემორანდუმს ხელი აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ და სასწავლებლის დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ მოაწერეს. შეთანხმება კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი