ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში, ექვსი მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: ექვსი მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს“, – განაცხადა პრემიერმა.