2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მდინარაძე

11 თებერვალი 2025, 16:30 147 ნახვა

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იქნება.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ (!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და, ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ“, - წერს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში