ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილის, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს, ეკა კუხალაშვილს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის, სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.