აჭარაში კულტურის სამინისტრო შეიქმნება

10 თებერვალი 2025, 16:10 627 ნახვა

აჭარაში კულტურის სამინისტრო შეიქმნება. კულტურის მიმართულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სამინისტროს ფორმატი, რეგიონში კულტურის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

,,დღეს არსებული სამინისტროს შემადგენლობაში რამდენიმე სხვადასხვა სფეროა და ის აერთიანებს საკმაოდ სპეციფიკურ მიმართულებებს ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აჭარაში კულტურის სამინისტრო გამოიყოს ცალკე. ჩვენი რეგიონი მდიდარია კულტურული რესურსებით და ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს დარგობრივი პოლიტიკა, კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება, განვითარება და ასევე კიდევ უფრო მეტად იზრუნოს სახელმწიფომ ხელოვანებსა და კულტურის მუშაკებზე’’ - განაცხადა მედიასთან თორნიკე რიჟვაძემ.

ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ახალ უწყებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში