ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, „ენჯეოების“ მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე - პრემიერი

08 თებერვალი 2025, 16:46 94 ნახვა

გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს „ენჯეოების“ მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის  მცდელობა.

„ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები „ფარას“ შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ,  საქართველო გაეკრიტიკებინათ იმავე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება, ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ ოთხ მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა,  ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს „ენჯეოების“ მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, „ენჯეოების“ მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში