ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან - თამარ კორძაია

07 თებერვალი 2025, 10:05 220 ნახვა

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. თამარ კორძაია ამბობს, რომ 12 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა.

წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არაერთგვაროვანი შეფასებების მოლოდინი აქვს. ამასთან, მისი განცხადებით, რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად.

თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა. თამარ კორძაიას, ისევე როგორც გაერთიანების დანარჩენ წევრებს, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში