პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა

06 თებერვალი 2025, 14:52 122 ნახვა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. კენჭი უყარეს დადგენილების პროექტებს და ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე დაამტკიცეს ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.

როგორც კენჭისყრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საბოტაჟი დასრულდება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„თითქმის წელიწად-ნახევრზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთ წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში