ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

05 თებერვალი 2025, 15:57 102 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.

პირისპირ შეხევდრა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკასა და მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში